20-09-2019
„თუ რომელიმე კონკრეტული კომპანია რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირშია ან მათი საქმიანი რეპუტაცია ეჭვს იწვევს, ასეთი კომპანიები პორტის მშენებლობაში არ შეიძლება ჩართული იყოს“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
„თუ რომელიმე კონკრეტული კომპანია ან რუსეთის სახელმწიფოსთან მათი ინტერესების შესაბამისად კავშირშია ან მათი საქმიანი რეპუტაცია ეჭვს იწვევს, რა თქმა უნდა ასეთი კომპანიები პორტის მშენებლობაში არ შეიძლება ჩართული იყოს“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ კომპანია Capital Limited”- თან დაკავშირებით, რომელიც ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებას ანაკლიის პროექტში რუსული ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს, დღეს ხაზარაძეს მოუწოდებენ ახსნას რუსული ინტერესების მქონე კომპანიასთან მისი კავშირები.