20-09-2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 11-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ავსტრალიის მოქალაქის, პოლ ლეხმანის საქმის სასამართლო სხდომა. დახურული სხდომა განაჩენის გამოცხადების დროს გაიხსნა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა.