20-09-2019
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს.
როგორც გია აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქმე ეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ბრიტანული კომპანია „მერიდიან კაპიტალია“, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უარით გაისტუმრა. აბაშიძის თქმით, ამ კომპანიის უკან ყაზახი ინვესტორები დგანან და მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ტულის ოლქის გუბერნატორთან თანამშრომლობს, ასევე პუტინთან დაახლოებული პირია. ანალიტიკოსი მთავრობას ამ კომპანიის საკითხის საფუძვლიანად მოკვლევას სთხოვს.
„მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“ არის საერთაშორისო კომპანია. უმეტესწილად მისი დამფუძნებლები არიან ყაზახი ბიზნესმენები. ერთ-ერთი დამფუძნებელი ევგენი ფელდი, ირკვევა, რომ არის დაკავშირებული ალექსეი დიუმინთან, რომელიც გახლავთ ტულის ოლქის გუბერნატორი რუსეთში, პუტინის ყოფილი პირადი მცველი, რომელსაც ანალიტიკური ცენტრები მოიაზრებენ როგორც მის მემკვიდრეს პრეზიდენტად. იბადება კითხვა, როდესაც „მედასავლეთედ“ გვევლინება ხაზარაძე, საზოგადოებას სთავაზობს ასეთ ურცხვ ტყუილს, რომ ეს არიან ბრიტანელი ინვესტორები, სინამდვილეში ესენი არიან ყაზახურ-რუსული ინვესტორები. როგორ აპირებს პოლიტიკა გააგრძელოს ამდენი ტყუილებით და ამდენი სიყალბით? ეს დიდი ალბათობით არის რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა და ამის შემოთავაზება იმ ფონზე, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი პომპეო ამბობს, რომ ანაკლიის პორტში არანაირად არ უნდა იყოს რუსული და ჩინური ბიზნესინტერესები, ამის შემოსაღება არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.