გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერისცვალების თვეს კასპის მერიაში დანამატები 4-ჯერ გაიცა

20-09-2019

2019 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა დანამატის სახით 70 300 ლარი აიღეს, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

საჯარი ინფორმაციის მიხედევით ირკვევა, რომ დგილობრივი ბიუჯეტიდან დანამატის ძირითადი ნაწილი 1-ელ 6 თვეში გაიცა, ხოლო მხოლოდ აგვისტოს თვეში, სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფ პირებზე, დანამატის გაცემის შესახებ, ბრძანება 4-ჯერ დაიწერა.

მაგალითად, დანამატი გაიცა 5, 15, 20 და 

26 აგვისტოს. ფერისცვალება 19 აგვისტოს კვირადღე იყო. აგვისტოს თვეში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ჩოჩეთის უბანში სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვდნენ. კასპის მერი ამბობდა, რომ პრობლემა ფერისცვალებამდე (წვიმების სეზონის) დაწყებამდე ვერ მოგვარდებოდა.

Qartli.ge-მ ინფორმაცია შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გამოითხოვა დანამატისა და ჯილდოს შესახებ. 2019 წლის 1 ივნისიდან დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეებზე დანამატი მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტმა გასცა.

რაც შეეხება პრემიას, 2019 წლის 1 ივნისიდან დღემდე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 15 თანამშრომელზე გაცემულია პრემიის სახით 7 430 ლარი.

"შიდა ქართლი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930