გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურორი: ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს

20-09-2019

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები ხშირად გადაეღოთ.


როგორც გოგორელიანი აცხადებს, ყველა ბრალდებული მშობლისთვის ცნობილი იყო, თუ სად იღებდნენ მათ შვილებს.


"ამის შესახებ აბსოლუტურად ყველა მშობელმა იცოდა, რომლებიც დაკავებულები არიან. ყველა მშობელი თვითონ იღებდა თანხას. ხშირ შემთხვევაში, მშობლები თვითონ იჩენდნენ ინიციატივას, რომ ბავშვები უფრო ხშირად გადაეღოთ, - ასეთ ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი. ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს თავიანთი ნაცნობები მოჰყავდათ, ასე ვთქვათ, ერთი წრეა", -აცხადებს გოგორელიანი.


პროკურორის განმარტებითვე, ავსტრალიელი ბრალდებული თავის ქვეყანაშიც ამავე ბრალდებით იყო გასამართლებული.


"როგორც გეიხმანი აცხადებს, მსგავსი დანაშაულისთვის ავსტრალიაში ნასამართლევია, ასევეა, ამერიკის მოქალაქეც. ჩვენი ინფორმაციით, მათ რა სასჯელიც იქ მისჯილი ჰქონდათ, მოიხადეს“, - აცხადებს გოგორელიანი.


მისივე ცნობით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის გავრცელება უკვე მოხდა. გოგორელიანის განმარტებით, აღნიშნული მასალის გადაღება საქართველოში 2017 წლიდან მიმდინარეობდა.


"რეალიზაცია უკვე მოხდა, ვინაიდან ისინი ამით ფინანსურ შემოსავალს იღებდნენ. რეალიზაცია უცხოეთში მოხდა. ამერიკის მოქალაქეს ურიცხავდნენ ანგარიშზე თანხას, რომელსაც ის აძლევდა სხვა ორგანიზატორებს და არასრულწლოვნების მშობლებს. ფულს ასევე იღებდა ავსტრალიის მოქალაქეც პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შედეგად. ის თვითონ არასრულწლოვნებსაც უხდიდა გარკვეული ოდენობის თანხას. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველა არასრულწოვანი გამოკითხული არ არის. მათ ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ.


მათზე ფიზიკურ იძულებაზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ საუბარია ძალიან პატარა ასაკის ბავშვებზე. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როცა მის მიმართ ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ ასაკის ბავშვს საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური ძალადობა, რომ დაიყოლიო გარკვეულ ქმედებაზე. ყველაზე უფროსი 16 წლისაა", - აცხადებს გოგორელიანი.


საქმის დეტალებზე არ საუბრობს დაკავებული ლეხმანის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე. მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა ლეიხმანის მოთხოვნითვე დააყენა. ის დუმილის უფლებას იყენებს.


არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 11 საათზე დაინიშნა.





https://www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930