20-09-2019
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაკითხეს.
ინფორმაციას ადასტურებს ანზორ ჩუბინიძეც.
მისი თქმით, მან გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცა.
ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობა პარლამენტის დაცვა იყო და ის და მისი თანამშრომლები მოვალეობას ასრულებდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ აქციის დაშლისას ლეტალური ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა.
"რაც მკითხეს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. რატომ ვიმყოფებოდი პარლამენტის წინ? მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე, რა თქმა უნდა არ გაცემდი არანაირ მითითებას სროლაზე. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ჰქონიათ. არავინ არ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის მეც" - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.