გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს

20-09-2019

„უმრავლესობის არაერთმა წევრმა გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გამოვიდეს და დეტალური განმარტებები გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც ეს საბუთები მოამზადა, ვინც ამ სიაზე იმუშავა, ვინც შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს. პრეზიდენტის მხრიდანაც ჩვენ ველოდებოდით დეტალურ განმარტებას, მაგრამ ვნახეთ, რომ მან მორატორიუმი გამოაცხადა თავისივე გადაწყვეტილებაზე და ეს თავის მხრივ შეიცავს პრობლემებს“,- ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა.

პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებაზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინა პრეზიდენტების შემთხვევებშიც ხდებოდა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ არსებობდა გარკვეული, თუნდაც ცუდი ლოგიკა შეწყალებებთან დაკავშირებით. ფრაქციის თავმჯდომარის თქმითვე, გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით და არგუმენტებით მოხდა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ.

„როცა შეწყალებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, როცა ვაფასებდით მიხეილ სააკაშვილის ძალიან სუბიექტურ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით. ის შეწყალებას იყენებდა თავისიანებისთვის, ეს ვიცოდით. შემდეგ, იგივე პრაქტიკა გააგრძელა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, აქაც პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ და ვაკრიტიკებდით, მაგრამ ბოლო შემთხვევაში ეს ლოგიკაც კი არ ჩანს და ზუსტი პასუხი ამწუთას არ მაქვს, რის გამო შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის ადამიანები, რამაც სავსებით სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, გამოძიების შედეგები მოგვცემს საშუალებას ყველა საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930