გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: სიღარიბე და ოკუპაცია - ეს არის ძირითადი პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ოკუპაცია უფრო მნიშვნელოვანია

21-09-2019

აღნიშნული განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

„სიღარიბე და ოკუპაცია, ეს არის ძირითადი პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ოკუპაცია უფრო მნიშვნელოვანია რამეთუ, ის სიღარიბესაც ამწვავებს. ამიტომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლი, დევნილთა მდგომარეობა, დღეს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და სამწუხაროა, რომ ხშირად ეს საკითხები შიდა პოლიტიკური ბრძოლის ველად არის ქცეული. 90-იანი წლების შემდეგ წარსული მძიმეა, მაგრამ ეს წარსული კიდევ უფრო დამძიმდა 2008 წლის შემდეგ, რამეთუ, მივიღეთ უფრო მეტი დაღუპული ადამიანები, კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია და დევნილთა კიდევ უფრო გაზრდილი რაოდენობა. ეს ვითარება მძიმედ აწევს ქვეყანას და ვფიქრობ, აქ ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს არათუ მაღალი არამედ, ზემაღალი. ჩვენი ოპონენტების საფიქრალი თუ არის ქვეყნის ტერიტორიის დაბრუნება და არა ძალაუფლების, მაშინ ისინი სხვაგვარად მოიქცეოდნენ, საკუთარ პასუხისმგებლობას სხვას არ დააბრალებდნენ და ოკუპაციის თემას სპეკულაციის თემად არ გახდნენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ხშირია ოპოზიციის წარმომადგენლების საოკუპაციო ზოლთან სტუმრობა რომლებიც ძირითადად, კამერასთან გამოჩენით და სპეკულაციით არიან დაკავებულები და მათი ნამოქმედარი შემდეგ იქ მყოფი ადამიანების „თავის სატკივარი“ ხდება.

„თუ ვინმეს საოკუპაციო ზოლის მისამართი უნდა რომ აირჩიოს და მიაკითხოს საქმიანად და არა მხოლოდ „საპიაროდ“, ეს არ არის საპიარო ზოლი, ეს არის საოკუპაციო ზოლი და იქ მძიმეა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო დარბაზში გაიჟღერა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კამერებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს ხშირად ერიდება იმის გამო, რომ თითქოს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შემდეგ მათზე ზეწოლას ახორციელებენ.

„მე ვფიქრობ, მათ საკუთარი პოლიტიკური წარსული გაახსენდათ, როდესაც თავისუფალი სიტყვა შემდეგ ბოლო „დასაფრენს“ პოულობდა ძალოვან სტრუქტურებში და არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნება არამედ, მათი სანათესაოც კი. ეს წარსულსაა ჩაბარებული. ხმაურიანი უსაქმურობა და მითუმეტეს, საზიანო მავნებლობა, სპეკულაცია - ეს არ არის ამ საქმის მოგვარების საუკეთესო გზა. უნდა დავფიქრდეთ ყველა და საქმე ვაკეთოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, ხვალ სოფელ მერეთში, ექიმ-სპეციალისტები მიდიან, რათა იქ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააკონტროლონ. „ჯანდაცვის სექტორი არის მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველაზე კარგი საურთიერთობო ენა ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან არის სწორედაც ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რუხის კლინიკა არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის პოლიტიკის ნაწილი. ეს არის კონფლიქტების მოგვარების და უშუალოდ აფხაზებთან კონფლიქტის მოგვარების აუცილებელი დასაყრდენი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930