გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პარლამენტის წინ "გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს

21-09-2019

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გამარჯვებული საქართველო" პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალა.


პარტიის წარმომადგენელმა გურამ ჩალაგაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ კარვის გაშლა პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მიზნით მოხდა და ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას.


„კარავი იქამდე იქნება პარლამენტის წინ გაშლილი, ვიდრე ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არ აქვს. გრძელდება ტერორი და ადამინების ციხეში ჩასმა. კარავს ვდგამთ ერთობლივი ორგანი​ზებით ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „გავრილოვის ღამის პატიმრები“ და „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“. კარავში იქნება 24 საათიანი მორიგეობა. გვეყოლება სტუმრები და ადამიანებთან გვექნება საუბარი ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე. ჩვენ გავაპროტესტებთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ადამინების დაპატიმრებას, ეს კარავი არ იდგება მხოლოდ ოქრუაშვილისთვის, ნებისმერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მოვიდეს და საქართველოში პოლიტპატიმრების ყოფნა გააპროტესტოს“, -აცხადებს ჩალაგაშვილი.


ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამი კარავია გაშლილი. ერთი ეკუთვნის მალხაზ მაჩალიკაშვილს, მეორე კი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს.


ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამი კარავია გაშლილი. ერთი ეკუთვნის მალხაზ მაჩალიკაშვილს, მეორე კი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს.


19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.


თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ 31 ივლისს პატიმრობაში დატოვა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.



https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930