გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკიმ საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა

24-02-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ 21-23 თებერვალს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვოლსკიმ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.


ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენაზე განხილვის მთავარი თემა მიგრაციის საკითხი და პარლამენტების როლის გაძლიერება იყო.

შეხვედრა საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა გაბრიელა კუევას ბარონმა და გაეროს 72-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, მიროსლავ ლაიჩაკმა გახსნეს.


კანონმდებლებმა მიგრაციის მართვის მექანიზმების შემუშავების შესახებ იმსჯელეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსმენის მთავარ საკითხთან დაკავშირებით, გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ექსპერტებმა ამ პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.


მიმდინარე წელს, გაეროს წევრი ქვეყნები მაროკოში, მთავრობათაშორის კონფერენციაზე დოკუმენტს -"გლობალური თანხმობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციისთვის" მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930