21-09-2019
დედაქალაქში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.
შემთხვევა ნაკადულის ქუჩაზე მოხდა.
მოგლეჯილმა ხემ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, მომხდარის შედეგად დაზიანდა ერთი ავტომობილი.
ამ დროისათვის ნაკადულის ქუჩის პირველ გასასვლელში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.