გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგი იგეგმება

21-09-2019

ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფად, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდება. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირება ბიუროს 23 სექტემბრის სხდომაზე იგეგმება.


„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება 261 და 262 მუხლები, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით განახორციელებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებებისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას.


კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შევა და მასში არსებულ მდგომარეობას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეამოწმებს.


მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, ამ დაწესებულებათა მონიტორინგის/შეფასების წესი და პირობები დგინდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით.

მონიტორინგის ჯგუფი ყოველწლიურ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.


გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩამონათვალი. კერძოდ, სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებია: ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური; ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი; ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური; სათემო ფსიქიატრიული რეაბილიტაციური დღის ცენტრი; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.



https://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930