გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება

23-09-2019

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანია ,,IBA“-თან , რომელიც ცნობილია ე.წ. ციკლოტრონების წარმოებით. სწორედ პროტონული თერაპიის ბაზაზე მოხდება სიმსივნის მკურნალობა,- ამის შესახებ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ,,იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

,,ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი . შესაბამისად, აკადემიურ მხარეს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა და ცენტრის ბაზაზე მოხდება მედიცინის , სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით მომავალი თაობების აღზრდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს ისეთ ცენტრებთან , როგორიც არის გერმანიის „იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“ , გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან, კერძოდ „მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან „ , „აახენის უნივერსიტეტთან „ და „კიოლნის უნივერსიტეტთან „ , ასევე საფრანგეთში „რენის უნივერსიტეტთან „ . ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რეგიონში პირველი, ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ეს იქნება სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების პირველი ეფექტური მეთოდი , რომელიც ჯერ კიდევ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელია . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევით ცენტრის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს, რომელმაც ისტორიული პროექტისთვის მილიარდი ევრო გამოყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930