გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ნეშტი იპოვეს

23-09-2019

ომის ვეტერანისა და სამხედრო ჟურნალისტის ზაირა მიქატაძის ინფორმაციით, უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ქართველ ჯარისკაცის, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძის ნეშტი. მიქატაძე ჯარისკაცის ნათესავებს სთხოვს, გამოეხმაურონ.


ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.


"ჩვენს მეგობარ უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ნეშტი, რომელიც ეკუთვნის ქართველ ჯარისკაცს, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძეს. დაბ.1918 წ. ცაგერის რაიონის ს.ალპანაში. საბჭოთა არმიაში გაწვეულია 10.01.1939 წ. ცაგერის კომისარიატიდან. სავარაუდოდ, ომმა ჯარში მოუსწრო და ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჯარისკაცის ნათესავებს ვთხოვ, გამომეხმაურონ ტელ. ნომერზე: 598 59 46 55"-წერს ზაირა მიქატაძე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930