23-09-2019
სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ირმა ნადირაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"როდესაც ასეთ მნიშვნელოვან, სკანდალურ, ინფორმაციას აძლევ გამოძიებას, არც იმის უნდა გეშინოდეს, რომ წყარო დაასახელო. ანონიმური შეტყობინებისგან ბევრი არაფრით განსხვავდება ასე მოწოდებული ინფორმაცია. ეტყობა განმცხადებელს, რომ მისი მიზანი სიმართლის დადგენა კი არ არის, არამედ კვლავ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა.
ადამიანს, რომელსაც წყაროს დასახელება, საკუთარი ნათქვამის დასაბუთება არ შეუძლია, მისი ნათქვამი ვერ იქნება სარწმუნო. კანონი კი იძლევა უფლებას, ირმა ნადირაშვილს დაკითხვისას ინფორმაციის წყარო არ დაესახელებინა, მაგრამ ხომ არსებობს მორალური პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა, რომელსაც პირადი დამოკიდებულებები, სოციალური, მორალური და ეთიკური ღირებულებები განსაზღვრავს", - წერს თამარ მახარობლიძე ფეისბუქზე.