23-09-2019
იურისტი თამთა მეგრელიშვილი ირმა ნადირაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს.
“ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ სიამაყით განაცხადა რომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია რომელიც მან იცის რადგან სწორედ ამ “პირობის” შესრულების პირობით მიიღო აღნიშნული.
ასევე საუბროს სქემაზე რომლითაც ხდება ქვეყანაში “სამართლიანობის” “უსამართლოდ” გამოყენება.
ქალბატონო ირმა, თქვენი სტატუსიდან გამომდინარე მესმის რომ კანონი გაძლევთ უფლებას, დატოვოთ წყარო საიდუმლოდ მაგრამ თქვენ როგორც საზოგადოების წევრს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაქვთ?!
გვესმის, რომ შეწყალება არ არის სამართლის აღდგენა!
ეს არის მექანიზმი, რომელსაც, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იყენებენ და აღმოჩნდა რომ თქვენ ამ პროცესში არსებული უკანონობის შესახებ ინფორმაციას ფლობთ და ამაზე საუბრობთ თუმცა კონკრეტულ პიროვნებას/ებს არ ასახელებთ...
თქვენი პარტიის ერთ ერთი იდეაფიქსია თავიდან აიცილონ დანაშაულის წახალისება,უკანონობა და დაფიქრდით ამ იდეაფიქსთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდიხართ?!" - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე.