გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საუნივერსიტეტო დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23-09-2019

საბურთალოს რაიონში, საუნივერსიტეტო დასახლებაში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მირიანაშვილისა და სვანიშვილის ქუჩებზე, ჯამში, 11 861 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. 

აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობაც ხორციელდება. 

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„საუნივერსიტეტო დასახლებაში წლების განმავლობაში, რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დასახლებაში 800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გზის მოწესრიგება. უახლოეს მომავალში საუნივერსიტეტო დასახლება სრულად მოწესრიგდება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 137 248 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს კომპანია „ცეკური“ აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930