გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე: სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ

23-09-2019

„თითოეული მუხლი, თითოეული პუნქტი, როდესაც ახალი ბიუჯეტის ფორმირება მოხდება, მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სათანადოდ განმარტებული. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს თავისი თავი, ჰქონდეს განცდა, რომ ეს მისი ბიუჯეტიც არის, რომელიც მისი გადასახადებისგანაც შედგება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს მოუწოდა, დამატებით იმსჯელონ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გააკეთონ, რომელიც ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას შეუწყობს ხელს.

„მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ჩვენმა თანამოქალაქეებმაც მკაფიოდ და გასაგებად გაიგონ, თუ რა ცვლილებები და რა სიახლეები იქნება მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამისთვის მოგვიწევს დამატებით მსჯელობა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ პარლამენტმა გარდა საკომიტეტო განხილვებისა, რომ მეტი კომუნიკაცია შედგეს ჩვენს მოქალაქეებთან. გთხოვთ, მოვემზადოთ ამ სამუშაო შეხვედრისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930