გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საპილოტე პროექტი განხორციელდა

23-09-2019

ბათუმში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში საპილოტე პროექტის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ ფარგლებში კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. 

ჩატარდა ტრეინინგები, რომელიც სამი დღის განმავლობაში ორ სხვადასხვა ჯგუფთან მიმდინარეობდა. 

დევნილებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისების და პროგრამების შესახებ, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებენ. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის კონსოლიდირებული ვერსია) დაურიგდათ.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით განხორციელდა.

საპილოტე პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. 

საინფორმაციო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის თავჯდომარე ბადრი კობალაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დავით ვარშანიძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930