23-09-2019
სასამართლოს ეფექტურობის და სანდოობის კუთხით ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიც არის ბულგარეთი, ხორვატია, სლოვაკეთი და სხვა. ამდენად, იმის თქმა, რომ 7 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, სულ მცირე უსამართლობაა“ - განაცხადა იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ტვ „იმედის“ ეთერში, გურამ ნიკოლაშვილის საავტორო გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ სანდოობა გაიზარდა და სისტემაში ძირეული ცვლილებები შეინიშნება.
მისი თქმით, „NDI -ის მიკერძოებული კვლევების შემკვეთი და ავტორი, რომელსაც „კარგი კუთხით შეცდომა გაეპარა“, ამბობს, რომ მოსახლეობის 5 პროცენტი თვლის, რომ სასამართლოში არსებობს პრობლემა.
„ძალიან რთული იყო 9 წლიანი უსამართლობის დანატოვარის აღმოფხვრა. მე, როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს შესაძლებელია საქმის სამართლიანად განხილვა და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. „საბოტაჟის მცდელობა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მიმართავენ, არის ემოციებზე დამყარებული და არ უნდა ავყვეთ, არ უნდა აყვეს არც საზოგადოება და არც ჩემი კოლეგები, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი პროფესიის და სახელმწიფოს მიმართ“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.