24-09-2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ერთ - ერთ მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში.
ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3 500 ლარის აღების ფაქტზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.