გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი ოთხმეზური: "პრეზიდენტს არ შევხვდები!"

24-09-2019

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ოთხმეზურების ღია პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოჯახის წევრებს რამდენჯერმე დაურეკა და კონტაქტზე გამოსვლა სთხოვა.

მოკლული დავით ოთხმეზურის მამა, ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ აპირებს.

როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და ზურაბიშვილმა მასთან შეხვედრა ითხოვა.

"იყო ასე... მე და სალომე ზურაბიშვილი არ შევხვდებით, ამის საჭიროებას არ ვხედავ. არ ვაპირებ მასთან შეხვედრას"- განაცხადა ოთხმეზურმა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ოთხმეზურების ღია პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოჯახის წევრებს რამდენჯერმე დაურეკა და კონტაქტზე გამოსვლა სთხოვა. მეტიც ოჯახის ახლობელმა, ნანა ლორთქიფანიძემ "ამბები.ჯი"-ს უთხრა, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და სალომე ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. მედიამ გაარკვია, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის 20 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

ამასთან, როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულების გარდა ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930