გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო: მოვუწოდებთ „საქნახშირს“, დროულად წარმართოს მოლაპარაკება მეშახტეებთან და  დასაქმებულთა სახელფასო დავალიანება აანაზღაუროს

24-09-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციას მეშახტეებთან დროული მოლაპარაკებებისა და დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების დროულად ანაზღაურებისკენ მოუწოდა.  „კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.


კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და  დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.


ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს,“ - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 


მეშახტეები, სახელფასო დავალიანების გამო, შახტაში ჩავიდნენ და ამოსვლაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ არ აუნაზღაურებენ დავალიანებას. ისინი სრულ ინფორმირებას ითხოვენ ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930