24-09-2019
მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტის მუშებიპროტესტს რამდენიმე საათია შახტაში შიმშილობით განაგრძობენ. მათ აქციას კიდევ ხუთი მეშახტე შეუერთდა.
როგორც ცნობილია, "საქნხშირს" მეშახტეებისთვის 15 სექტემბრამდე უნდა მიეცა ანაზღაურება, თუმცა დავალიანება ჯერ ისევ არ გადაუხდია. ამასთან, კომპანიამ ჯერ ისევ არ იცის, როდის გასცემენ ხელფასებს მომუშავეთათვის.
ტყიბულელი აქტივისტები ხვალიდან სოციალურ პროტესტს ელოდებიან და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ დაკეტონ მაღაზიები და არ წაიყვანონ შვილები ბაღებსა და სკოლებში...
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, შახტაში მყოფი მეშახტეები არ ამოვლენ და განაგრძობენ შიმშილობას მანამ, სანამ ანაზღაურებას არ მიიღებენ.
მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია: დაირიცხოს მათი კუთვნილი ხელფასები და გაესაუბროს მათ კომპანიის წარმომადგენელი, რათა გაიგონ, თუ რა ელოდებათ დასაქმებულებს მომავალში.