გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად გაბისონია: ქართულ მეცნიერებას დაახლოებით 100 მილიარდიან ბიუჯეტზე გაუჩნდება წვდომა

24-09-2019

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონია მიიჩნევს, რომ დღეს ქართული მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა:

„პრაქტიკულად დავასრულეთ „EURAXESS“- ში გაწევრიანების პროცედურა და ხელი მოვაწერეთ გაწევრიანების დეკლარაციას. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისია. ამას უახლოეს დღეებში მოჰყვება საქართველოში „EURAXESS Gergia“-ს დაფუძნება. გარდა ამისა, უკვე გაჩნდა ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტში ქართველი მეცნიერების, ასევე, სამეცნიერო ინსტიტუციების ჩართვის შესაძლებლობა. ეს ეხება პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ქართულ მეცნიერებას დაახლოებით 100 მილიარდამდე ბიუჯეტზე გაუჩნდება წვდომა.

გარდა ამისა, გაჩნდა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ევროკავშირის კვლევით პროექტებში. აქ საუბარია არა მხოლოდ „Horizon 2020“-ის პროექტებზე, არამედ ცალკეული ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ საგრანტო პროექტებზე, რაც აქამდე მიუღწეველ და ურთულეს საქმედ ჩანდა. მას შემდეგ, რაც „EURAXESS Gergia“ დაფუძნდება და შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, ევროკავშირის აღნიშნულ პროექტებზე პირდაპირი წვდომა გვექნება,“ - განაცხადა ზვიად გაბისონიამ ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930