გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებასა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნერო კვლევით პროცესში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები ჩაერთვებიან

25-09-2019

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებასა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნერო კვლევით პროცესში მსოფლიოს ერთერთი წამყვანი - ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები ჩაერთვებიან. ამის შესახებ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორთან ბერნარდ კულისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოს ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის, ლუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორთან, რომელსაც დეტალურად მოვუყევი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ. ის ძალიან დაინტერესდა ამ პროექტებით და პირობა მოგვცა, რომ ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები აქტიურად ჩაერთვებიან როგორ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში, ისე ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნერო კვლევით პროცესში“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდა.

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930