25-09-2019
აღმაშენებლის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ინტერესთა გამოხატვაში გვყავს გამარჯვებული, რომელმაც10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზეუნდა აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები და 65 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ჯამში 4400 კვ. მ ფართი გადაეცემათ დაზარალებულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3000-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა რიგითობა, ბინებით დაკმაყოფილების პროცესში, სოციალური ქულების საფუძველზე განისაზღვრება.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ამ საკითხის მოგვარებაში ჩართულ ყველა თანამშრომელს.