გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019 გაიმართება

25-09-2019

ხვალ, 26 სექტემბერს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ გაიმართება. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს. აკად. ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში. ხვალ, 26 სექტემბერს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ გაიმართება. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს. აკად. ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში.  საერთაშორისო კონფერენციაში „ნეიროგლიის ფუნქციები“ მონაწილეობას მიიღებენ  10 ევროპული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. ღონისძიება მიზნად ისახავს გააგრძელოს აკად. ალექსანდრე როიტბაკის მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნეირომეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას.   კონფერენციის ორგანიზატორებია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაცია, ეროვნული აკადემია, სამეცნიერო ჟურნალი „გლია“ და „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრი. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სთავაზობს აქტიური ჩართვის საშუალებას. ეს ფორუმი  მათთვის იქნება გამორჩეული შესაძლებლობების, რადგან  მიეცემათ საშუალება ეზიარონ ნეირომეცნიერების ამ დარგში დაგროვილ უახლეს მონაცემებს. 
კონფერენცია 09.30 საათზე დაიწყება. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, მე-3 სართული, თსუ მუზეუმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930