26-09-2019
„კურიერი“ ეთერში გუშინ, 25 სექტემბერს, გავიდა. დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი კი ნათია ლაზაშვილია, რომელიც 13 წლის შემდეგ „კურიერს“ დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ში ტელეკომპანიის დაფუძნებიდან მუშაობდა. წლების განმავლობაში მას არხზე საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ლაზაშვილმა იგი 2006 წელს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.