26-09-2019
ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი, 20 წლის კ. გ დაიჭრა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.
ფაქტზე შს სამინსიტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.