გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საველე სამუშაოები მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ყველა საპილოტო არეალზე დასრულდა

26-09-2019


მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, საველე სამუშაოები ყველა საპილოტო არეალზე დასრულებულია.

ჯიმითში, მზისგულში, არბოშიკში, არხილოსკალოში, ზარიძეებში, მანგლისში, საგურამოში, კარალეთში, სალხინოში, ვედიდკარში, შუახევსა და ლახამულაში ყველა მიწის ნაკვეთზე განხორციელდა საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები. ასევე დასრულებულია საველე ინფორმაციის შეგროვება და მონაცემების საჯარო გამოქვეყნებისა და გადამოწმების პროცედურები. სულ დამუშავდა 54 000-ზე მეტი განაცხადი.

ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მეორე ეტაპი – ნაკვეთების რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, სისტემური წესით, 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა. ამ დროისათვის, სარეგისტრაციო წარმოება კარალეთისა და საგურამოს არეალებზე მიმდინარეობს. სარეგისტრაციო წარმოება საპილოტო არეალებზე წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება დადარეგისტრირდება კერძო,სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწისნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები,რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეშეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930