გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მაია ასათიანი: მალე დავდგები ფეხზე

25-02-2018

გადაცემა "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობა უხდის.


"უღრმესი მადლობა მეგობრებო, ასეთი გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობდით და მაპატიეთ.


მალე დავდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება!" _ აღნიშნულია მაია ასათიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსნებეთ, რომ 22 თებერვალს გადაცემა "პროფილის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო "პროფილი" დროებით ეთერს აჩერებს:


"სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.


იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

მადლობა გვერდში დგომისთვის", _ აღნიშნულია განცხადებაში.



gurianews.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031