გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააპელაციო სასამართლომ გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა

26-09-2019


თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი და გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ი.ნ. -ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, უცვლელად ძალაში დატოვა.

ი.ნ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ.გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლში, ი.ნ.-მ ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი რვა წლის გოგონა შეიტყუა, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და მასთან სექსუალური ქმედება განახორციელა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ი.ნ.-მ არასრულწლოვანს მკვრივი-ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და ხელებით გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ნ.-მ გოგონას გვამი ქ.გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ნ. 2018 წლის 26 ოქტომბერს ქ.გორში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ი.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930