27-09-2019
ნიუ იორკში, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა შვეიცარიის, როგორც ორ ქვეყანას შორის მედიატორის, ინიცირებითა და ხელშეწყობით 26 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის გრძელვადიანი ტრადიცია აქვს. 2009 წლიდან შვეიცარია წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი.