28-09-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში წუხელ, ძმამ ძმა მოკლა.
როგორც სოფლის რწმუნებულმა, ზურაბ ფაჟავამ განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
„დევნილები არიან. ერთ-ერთი ჩვენს სოფელშია ჩასიძებული. მეორე გერმანიიდან იყო ჩამოსული. ჩვენს სოფელში მცხოვრებს შვილი ჰყავს გარდაცვილი და მის სასაფლაოზე იყვნენ. მერე რა მოხდა, არავინ არ იცის", - ამბობს ზურაბ ფაჟავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი -1983 წელს დაბადებული მამაკაცი.
გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.