28-09-2019
ჩვენ გვყავს ერთი პრობლემური მეზობელი ოკუპანტი,რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. ამ კონფლიქტში სამართლიანობა,სიმართლე და საერთაშორისო სამართალის აღიარებული პრინციპები და ნორმები არის ჩვენს მხარეს,ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი სიმართლის მიტანა ორმხრივი ფორმატის ურთიერთობებში,- ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშილმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა და სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
,,ლავროვის განცხადება დადასტურებული არ არის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ ჩვენი მოთხოვნით შედგა ეს შეხვედრა,მაგრამ თუნდაც ასე რომ იყოს,ამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ საგანგაშოს. ჩვენ გვყავს ერთი პრობლემური მეზობელი ოკუპანტი,რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%,ამ კონფლიქტში სამართლიანობა,სიმართლე და საერთაშორისო სამართალის აღიარებული პრინციპები და ნორმები არის ჩვენს მხარეს,ამიტომ სავსებით ლოგიკურია რომ ჩვენ გვინდა ჩვენი სიმართლის მიტანა ორმხრივი ფორმატის ურთიერთობებში“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშილმა.