გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: ვაპირებ, უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოვიდე

30-09-2019

"უახლოეს თვეებში მე ვაპირებ, საქართველოში ჩამოვიდე", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.


როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააპატიმრებენ თუ არა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.


„უახლოეს თვეებში მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ... ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.


კითხვაზე, ციხეში აპირებთ წასვლას, სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ეს ხალხის გადასაწყვეტია. ივანიშვილს მისცემს თუ არა ამის საშუალებას. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას. გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი.


არ შემშინებია უკრაინაში ჩამოსვლის და არ შემეშინდება საქართველოში ჩემს ხალხთან ჩამოსვლის. ახლა ისინი დგანან ჩვენს შიშებზე და საერთოდ ვერ გაუწევენ წინააღდმეგობას ქართველ ხალხს“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის პირობას ყოველთვის ასრულებს.



https://www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930