გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სკანდალი - სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ „ჩიხურას“ დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე სცემა

25-02-2018

საქართველოს სუპერთასის დასრულების შემდეგ,ტრიბუნაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, საჩხერის „ჩიხურას“ გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს სცემა.


ინციდენტი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა, სადაც საჩხერლები ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდნენ. საჩხერელთა მსაჯობით უკმაყოფილო დირექტორმა, სფფ-ს ხელმძღვანელობას უთხრა, რომ მსაჯობა უღისი იყო, რის გამოც კახა ჭუმბურიძემ ბერიკა შუკაკიძეს სახეში თავი ჩაარტყა, შემდეგ კი შუკაკიძეს ჭუმბურიძე და მისი მეგობრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.


რატომ დაიწყო ჩხუბი და რა მოხდა, ბერიკა შუკაკიძე „აიპრესს“ დეტალებს უყვება.


- რატომ დაიწყო კონფლიქტი თქვენსა და კახა ჭუმბურიძეს შორის?


- მე გავაპროტესტე დღევანდელი თამაში. მსაჯი არ მსაჯობდა ობიექტურად. „დინამოსთან“ საეჭვოდ დადებული პენალტის შემდეგ, მისი დანიშვნა გავაპროტესტე, რატომ აკეთებთ ამას-მეთქი.


- და მიიღეთ ის, რომ კახა ჭუმბურიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ?


- მეც დავარტყი, მაგრამ თავიდან მან დამარტყა. რა უნდოდა კახა ჭუმბურიძეს და ვინ რას ეკითხება, ისიც არ ვიცი. რატომ გამოხატა აგრესია ჩემს მიმართ, ნამდვილად არ ვიცი, აქამდე ურთიერთობა მასთან არ მქონია.


- ადრინდელ პერიოდს გაგახსენებთ, როდესაც თქვენ საჯაროდ გააკრიტიკეთ ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი. მაშინ თქვენ ლევან კობიაშვილმა სფფ-ში სასაუბროდ დაგიბარათ, თქვენ კი თან ბიძინა ივანიშვილის ახლონათესავი, გვარად ასევე კობიაშვილი იახლეთ. ამბობენ, რომ სწორედ ამის შემდეგ სფფ აღარ გწყალობთ. ესეც ხომ არ არის მათი აგრესიის მიზეზი თქვენი და „ჩიხურას“ მიმართ და ფიქრობთ, თუ არა, რომ საჯარო სკანდალის შემდეგ, კახა ჭუმბურიძემ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და ფედერაცია უნდა დატოვოს?


- ლევანთან მქონდა შეხვედრა. ასე ვთქვათ, მეგობრულად და კონსტრუქციულად ვისაუბრეთ. რაც მითხრა, ჩემთვის მისაღები იყო, რომ თუ რამე პრობლემა და საკითხია, ერთად განვიხილოთ ხოლმე, საჯარო სივრცემდე და თუ ვერ მოვაგვარებ, გამარკიტიკეო, არ ვერიდები კრიტიკასო. ლევანის პოზიციაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს ამაზე.


- თუმცა კობიაშვილიც ესწრებოდა დღევანდელ ჩხუბს, რა რეაქცია ჰქონდა?


- ლევანი იქ იყო, რომ გაიარა, უკან მოდიოდა კახა. არ ვაპირებდი გამოლაპარაკებას. ლევანს უხეშად ვუთხარი გამოსვლისას. კახასთან არასდროს არაფერი მქონია. მასთან რაზე უნდა ვილაპარაკო, არ ვიცი. მაგ კაცმა რა იცის, ისიც არ ვიცი. ვინც იცის, ის ელაპარაკება ალბათ. მე კახა ჭუმბურიძესთან საქმიანი ურთიერთობა ვერ მექნება. თავს კი არ ვიფასებ, საქმიანად მაგ კაცთან ვერ ვილაპარაკებ.


- სწორი იქნება თუ არა ასეთი საქვეყნო სკანდალის შემდეგ, მისი მხრიდან პოსტის დატოვება?


- პატარა ბიჭი არ ვარ. ჩემს ურთიერთობას მათთან თავად გავარკვევ. თვითონ რას გადაწყვეტს, მისი საქმეა. ჭკუას ვერ ვასწავლი კახა ჭუმბურიძეს. კახა ჭუმბურიძესთან, კიდევ ვამბობ, ვერასდროს მექნება საქმიანო ურთიერთობა, არც მქონია და არც მექნება. რა პროფესიის კაცია, მე მაგალითად, ამდენი შეხვედრის შემდეგ, არ ვიცი. არ ვიცი, რა საკითხებზე შეიძლება ვესაუბრო კახა ჭუმბურიძეს და არც ვესაუბრები. კარგი გამარჯობა და სალმის მეტი, მასთან არ მქონია მასთან ურთიერთობა. არ ვიცი მისი ასეთი გაღიზიანება რამ გამოიწვია. შეიძლება თავი მოაწონა „ჟიურის“ თუ რა ჰქნა. კახა ჭუმბურიძეს ფეხბურთზე რა უნდა ველაპარაკო. ჩემი სალაპარაკო ვიცი, მისი კვალიფიკაცია რა არის, ვერ გეტყვი. იქ არის ნიკა ჯღარკავა, რომელიც მაღალი კვალიფიკაციისა. გენერალური მდივანი, აქვს კვალიფიკაცია, მილაპარაკია „კობისთან“, „იაშკასთან“, მაგრამ კახა ჭუმბურიძესთან არასდროს ფეხბურთზე არ მისაუბრია. არც ცუდს ვამბობ და არც კარგს. რაც მან გააკეთა, ჩემგანაც მიიღო საკადრისი. არ იყო ლამაზი, საერთოდ არ იყო ლამაზი, მაგრამ ღმერთია მოწმე, მე არ დამიწყია. მე თუ გაგიჟებული, წაგებული გუნდის წარმომადგენელი ვარ, მსაჯმა 60 სადავო მომენტიდან 55 ქუთაისის სასარგებლოდ გადაწყვიტა მსაჯმა, ქუთაისს უნდა მოეგო კიდევაც, იმიტომ, რომ ჩვენზე კარგი გუნდია, ჩვენზე კარგად იასპარეზეს და მათ ჩრდილს არ ვაყენებ, მაგრამ ყველა ჯარიმა შემოუწყო დოლიძეს. დოლიძე რომ გავიდა, მის მაგივრად ვინც შემოვიდა, შემდეგ იმას უდებდა ჯარიმებს. თქვენ ხომ იცით ფეხბურთი? ელამი თუ არ ხარ, უნდა დაინახო ადამიანმა. ყველა იქ მყოფმა დაინახა, როგორ შემოგვილაგა ჯარიმები ვადაჭკორიამ, სადაც შეძლო. მივედი მასთან და ვუთხარი, რომ ეს არის უღირსი საქციელი, რაც მან ჩაიდინა და წამოვედი. გვერდით მსაჯებთან რომ თამაშის გაკეთება ადვილია, რად უნდა მაგას ლაპარაკი. კიდევ ვამბობ, ლევანთან მეგობრულად, საქმიანად ვისაუბრე, ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და მითხრა ლევანმა, თუ რამე პრობლემა იქნება, ერთად განვიხილოთო. ფონდი რომ გავაკრიტიკე, ის ფონდი სახლში კი არ მიმაქვს, არც თანამდებობა მინდა და არც ფედერაციაში მუშაობა. სამსახურიც ბევრი მაქვს და კარგიც ვთქვი ის, რომ 4 წლის შემდეგაც იგივე პრობლემა იქნება.

„აიპრესი“ აღნიშნულ საკითხზე კახა ჭუმბურიძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან განაცხადა, რომ საფეხბურთო თემებზე საუბარი სჯობს და კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას, ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ ის „რულთან“ ზის.

ბერიკა შუკაკიძის ინფორმაციით, სუპერთასის შეხვედრა გიორგი ყრუაშვილს უნდა ემსაჯა, თუმცა, მას გუშინ შეატყობინეს ფეხბურთის ფედერაციიდან და აცნობეს, რომ ყრუაშვილმა ფეხი იტკინა და მის ნაცვლად, მატჩს გიორგი ვადაჭკორია განსჯიდა.




ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031