30-09-2019
მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დაპირისპირების შემდეგ საქართველოს მესამე
პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს.
"მინდა ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი გუშინდელი ხაზგასმა ჩვენს ქრისტიანულ ფასეულობებზე - საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, მეგობრებო?
რა თქმა უნდა, ეს არის არამხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება,
არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა.
მე მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს ტრადიციებს. ჩვენ ვეფუძნებით იმას, რაც საუკეთესოა ჩვენს წარსულში.
ჩვენ ქართველებს ყველაზე ინოვაციური პროგრამა შევთავაზეთ. ჩვენ საქართველო გავხადეთ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი.
საქართველო ისევ გავა მოწინავე ადგილზე. ჩვენ ტრადიციულები და ინოვაციურები ვართ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
ჩვენ ვართ გაბედულები და გვჯერა ამის. ყველაფერი კარგად იქნება.
მინდა, ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდო - იყავით ახლოს საკუთარ ხალხთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.