30-09-2019
„მისასალმებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სიტუაციის დასტაბილურებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, განცხადება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ფრენები აღდგეს, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე რუსეთის ხელისუფლებამ ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.