30-09-2019
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველთა თქმით, მათ გაიგონეს ხმაური და დაინახეს კაცი, რომელიც შველას ითხოვდა.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩის 2 ნომერსი კრიმინალური გარჩევა ფულის გამო მოხდა. არსებული ცნობით, მამაკაცი, ვინც გარჩევა მოაწყო, დაჭრილებს ფულს სძალავდა.
დაპირისპირება სამშენებლო კომპანიის ეზოში რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ერთ-ერთი დაზარალებული თავშია დაჭრილი.
ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოიკითხნენ მუშებიც, რომლებიც დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.
იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც დაჭირლების მიმართულებით გაისროლა.
ორივე დაზარალებული მეცხრე საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, ორი დაჭრილიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა - იგი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი.