1-10-2019
"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი - გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 161-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ჩალაგაშვილის დაკავების დეტალები უცნობია.
პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ჩალაგაშვილის დაკავებას პოლიტიკას უკავშირებს.
"ეს არის ფაქტობრივად რუსეთის შეკვეთა, რომ წინასაარჩევნოდ, ვისაც კი რაიმე პოლიტიკური ძალა აქვს და შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, გამოიყენოს ნებისმიერი ხერხი და მოიშოროს, ზოგი დააპატიმროს", - განაცხადა გოცირიძემ.
"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის, კოტე კემულარიას თქმით, ჩალაგაშვილი გუშინ, დაახლოებით 2-3 საათის შუალედში, თბილისში, სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
როგორც ცნობილია, გურამ ჩალაგაშვილს, შესაძლოა, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეუცვალონ.