გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

1-10-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი ლისის, ლისის საკრებულოს ტერიტორიის, დაბა წყნეთის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, ნოე რამიშვილის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის, ბერი გაბრიელ სალოსის, კაკაბეთის, ანდრო ბიწაძის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ნოდარ ანდღულაძის, ტუსკიას, ქარელის, ზურაბ ქაფიანიძის, იყალთოს, ტეხურის, ნატახტარის, ბაკურციხის, პანკისის, ფანასკერტელ-ციციშვილის, გურამ ბზვანელის, წინაუბნის, ბახტრიონის, ტაშკენტის, ცინცაძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება

15 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ეელქტროენერგიას კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლები, 10 საათიდან 15 საათამდე აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, სარიშვილის, ბაქრაძის, ხახულის და მაღლაკელიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის, ომარ ხიზანიშვილის, ვიქტორ კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, გაგრის, ლიბანის, დავით სარაჯიშვილის, ილორის, მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930