2-10-2019
„1 ოქტომბერი - ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, რომელმაც მოიტანა თავისუფლება. ეს იყო თავისუფლებისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი, რომლის საბოლოო მუხტი აკუმულირდა 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“ - განაცხადა ტვ იმედის თიქშოუში „პირისპირ“ პრემიერ-მინისტრის მრჩევემა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, 2012 წელს ხალხმა აჩვენა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვებს არანაირ გაყალბებას.
„მინდა ქართველ ხალხს მინდა მივულოცო 1 ოქტომბერი, როგორც გამარჯვების დღე. ეს იყო მართლა უდიდესი გამარჯვება, როდესაც ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, თავისუფლებისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი, რომლის საბოლოო მუხტი აკუმულირდა 2011-2012 წლებსი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ვუსმენდი თქვენს სიუჟეტს და თვალწინ დამიდგა ის საშინელება რაც ხდებოდა 2011-2012 წლებში, ხდებოდა არჩევნების წინაპერიოდში, არჩევნების დღეს და იმ ღამეს. ეს არ იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, როცა მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება, ეს იყო ხელისუფლების სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ, რომელშიც ხალხმა გაიმარჯვა. ვერავინ და ვერაფერი აღუდგება წინ ხალხის ნებას და ეს ვაჩვენეთ რამდენიმე დღით ადრეც, როდესაც რუსთაველზე ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა და ასე პირველად მოხდა, რომ ხალხი ამ რაოდენობით შეიკრიბა და აჩვენა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვებს არანაირ გაყალბებას. ამას ვაჩვენებდით ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში. ამიტომ მოხდა 1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც მოიტანა თავისუფლება, დღე, რომელიც არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ძალიან ბევრი თარიღი ჩვენს ისტორიაში, როცა ქართველ ხალხს მოუპოვებია გამარჯვება“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.