2-10-2019
„2020 იქნება წელი, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ დაადასტურებს მის ნებას და „ქართული ოცნება“ გაარძელებს თავისი გეგმის და დაპირებების შესრულებას” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ იმედის თოქშოუში „პირისპირ“ .
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი არჩევნები მოიგო დამაჯერებლლად ყოველგვარი ძალადობის, გაყალბების, ადმინისტრაციული რესურსის და ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ვინ რას წარმოადგენს და ვინ ზრუნავს ქვეყნის გადარჩენაზე.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ გამოწვევებს, სოზარ სუბარის თქმით, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც „ქართულ ოცნებას“ დახვდა.
“როდესაც ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ეს არის ისევ და ისევ ოკუპაცია, სიღარიბე, უმუშევრობა, ის ტვირთი, ის მემკვიდრეობა, რომელიც დაგხვდა ჩვენ. ყველას გვაქვს ამის წინაშე პასუხისმგებლობა, თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გამოვიარეთ 90-იანი წლები , ერთად დავუშვით ის შეცდომები და ახლა დადგა ამ შეცდომების გამოსწორების დრო. ამის გზა გადის ერთადერთზე - სიმშვიდე, სტაბილური განვითარება,ურყევი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში - ევროკავშირში , ნატოში და განათლება“- განაცხადა სოზარ სუბარმა.