გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე: „ადამიანი არის მთავარი პრიორიტეტი“

2-10-2019

„ადამიანი არის მთავარი პრიორიტეტი და მთელი ჩვენი პოლიტიკა ადამიანის გარშემო ტრიალებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“.

სოზარ სუბარმა ის 8 პუნქტი გაიხსენა, რომელზეც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მთავარი აქცენტი გაკეთდა და მთავარი გარღვევა მოხდა.

„ეს არის ჯანდაცვის რეფორმა, სოფელში განხორციელებული პროექტები, განათლება, რომელიც ასევე შედის იმ რვა პუნქტში და გამოცხადდა, როგორც ეროვნული იდეა და მას ჩვენი ბიუჯეტის 25% პროცენტი დაეთმობა. ეს არის ჩვენი მომავალი, განათლებაზე გადის ტრიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაც, განათლებულ ახალ თაობაზე გადის ეკონომიკური აღმავლობაც, სიღარიბის დაძლევაც და ყველა ის გამოწვევა,რომელიც ჩვენ გვაქვს“ - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან დაახლოებით 400 საქმე მიდიოდა ყოველწლიურად. ახლა 100-ზე ნაკლები მიდის. სასამართლო საქმეების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა და იმაშიც, რაც მიდის, გაცილებით მეტია იმ საქმეების პროცენტი, რომელსაც სახელმწიფო იგებს, ვიდრე ეს ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. მეორე ფაქტი - ქართული ოცნების მმართველობის 7 წლის განმავლობაში ციხეში იმაზე ნაკლები პატიმარია გარდაცვლილი, ვიდრე ეს ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს ერთი რომელიმე წლის განმავლობაში - 130-145 ადამიანი. მთავარი, რატომაც იყო ასეთი მაღალი სიკვდილიანობა, ეს იყო ადამიანების წამება, ამით გამოწვეული სიკვდილიანობა , რომლის დაფიქსირება არსად ხდებოდა და ეს იყო აბსოლუტური უყურადღებობა ადამიანების ჯანმრთელობისადმი“ - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სუბარის თქმით, ყოველწლიურად ტუბერკულიოზის 2 ათასი ახალი შემთხვევის აღმოჩენა ხდებოდა.

„ჩვენ ეს ციფრი პირველივე წელს 60-მდე ჩამოვიყვანეთ. როგორც კი სასჯელაღსრულების მინისტრი გავხდი, ჩემი მოადგილე არჩილ თალაკვაძე კურირებდა ჯანდაცვის მიმართულებას, პირველი რაც გავაკეთეთ, ც ჰეპატიტზე ჩავატარეთ შემოწმება, ყოველ მეორე ადამიანს ჰქონდა ც ჰეპატიტი, მაშინ დავიწყეთ სწორედ ამ დაავადების მკურნალობა და ის მართლაც საოცარი პროგრამა, რომლითაც 55 ათასი განკურნებულია და ორი ამდენი უნდა განიკურნოს და ეს არის სრულიად უფასოდ, სწორედ სასჯელარსრულებაში დაწყებული პროგრამის შედეგი და მისი გაგრძელებაა. ეს არის ადამიანზე ზრუნვის ნათელი მაგალითი. ცხადია, წამებაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. მე იმას არ ვამბობ, რომ არაადამიანური მოპყრობის, ძალის გადამეტების შემთხვევა არ ხდება, ეს ხდება ყველა ქვეყანაში , მაგრამ ეს არის უაღრესად მცირე გამონაკლისი და უფრო იშვიათიც კი, ვიდრე ჩვენზე ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში და რაც მთავარია სისტემური ხასიათი აღარ აქვს” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930