2-10-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა.
თანავუგრძნობ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს,“- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.