გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

2-10-2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - არჩილ ჯაფარიძე, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივი ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.

ამით პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის საოლქო ორგანიზაციებს.


როგორც პარტიაში აცხადებენ, მომდევნო კვირიდან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებთან გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930