გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

2-10-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭიჭიკო ბენდელიანის, საყვირის, ზესტაფონის, სერგი ჭილაიას, ზაქარია მაისურაძის, გიორგი ბაბილოძის, ომარ ხიზანიშვილის, მიცკევიჩის, საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

12 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 17 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ჩხავერის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, თავკვერის, ველისთავის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 14 საათამდე გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების და წყაროთუბნის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ზიჩის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930