3-10-2019
5 ოქტომბერს, „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი „მე ვარ თბილისი“ ორბელიანის მოედანზე, 20:00 საათზე დაიწყება.
კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.